მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

60e5a75390ec0
შოთა ტყეშელაშვილი
07.07.21 17:08
1367
7 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 1.08 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1370 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.10 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7079 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 2.59 თეთრით შემცირდა და 4.3338 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 8 ივლისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.