მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ სკოლებში 2300-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული - მიხეილ ჩხენკელი

6388b662039a6
BM.GE
01.12.22 18:10
555
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებს უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამჟამად თბილისისა და რეგიონების სკოლებში 2300-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული, ხოლო თბილისისა და ბათუმის უკრაინულენოვან სექტორში განათლების მიღებას 1500-ზე მეტი ბავშვი აგრძელებს.

მისივე ცნობით, უკრაინულ სექტორებში უკრაინიდან ჩამოსული 60-ზე მეტი მასწავლებელი და უკრაინულენოვანი საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული.

"აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინააში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში ვერ აგრძელებენ და გამოხატავენ სურვილს, სწავლა საქართველოში გააგრძელონ, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისთვის თბილისისა და რეგიონების სკოლებში 2300-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია, თბილისისა და ბათუმის უკრაინულენოვან სექტორში კი ამ ეტაპზე 1500-ზე მეტი ბავშვი ზოგადი განათლების მიღებას აგრძელებს.

უკრაინულ სექტორებში დასაქმებული არიან უკრაინიდან ჩამოსული 60-ზე მეტი მასწავლებელი და უკრაინულენოვანი საქართველოს მოქალაქე. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უკრაინელი მოსწავლეებისთვის ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.