მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა საათ-ნახევარს გაგრძელდა - "უკრაინსკაია პრავდა"

6238843a30fc5
ვიქტორია მღებრიშვილი
21.03.22 17:49
1379
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი ოფიციალურ დელეგაციებს შორის ონლაინ რეჟიმში საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა და ფრაქცია „სლუგა ნაროდას“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განუცხადა.

მან ოფიციალური დელეგაციების შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავის შეიკავა და განაცხადა: „შეხვედრა უკვე შედგა. 10:30-დან 12 საათამდე ოფიციალური დელეგაციები ხვდებოდნენ ერთმანეთს. შემდეგ კი მუშაობა კვლავ ქვეჯგუფებში გაგრძელდა. დღეს მთელის დღის განმავლობაში ვმუშაობთ“.

აღსანიშნია, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ყოველდღიურ რეჟიმში ქვეჯგუფების დონეზე ტარდება.