საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის სერგო ტეფნაძის ინფორმაციით, მომავალი წლიდან თელავის აეროპორტს, რომელიც „მიმინო“-ს სახელითაა ცნობილი რეისები დაემატება.
როგორც მან BMG-ის ეთერში განაცხადა წელს რამდენიმე რეისი ბათუმი-თელავის მიმართულებით განხორციელდა და ინფრასტრუქტურა სრულ მზადყოფნაშია დამატებითი რეისების შესრულებისთვის.
„ეს აეროპორტი ნამდვილად ისტორიულია. ყველა ახალგაზრდა, რომელიც საფრენოსნოს ამთავრებდა პრაქტიკული ცოდნის მისაღებად ამ აეროპორტში იწყებდნენ ფრენას და შემდეგ დიდ ავიაციაში გადმოდიოდნენ. როდესაც ეს აეროპორტი გადმოგვეცა სრულიად გაპარტახებული, უპატრონოდ მიტოვებული და მთელი ინფრასტრუქტურა განადგურებული იყო. მას მოსახლეობა საძოვრად იყენებდა. როდესაც ჩვენ გადმოგვეცა მოგვიწია სპონსორების მოძებნა და დიდი თანხის ჩადება, რომ რაღაც მდგომარეობაში მიგეყვანა. ამას ყოველ წლიურად ნელ-ნელა ვაკეთებდით.
დღეისათვის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი სრულიად განახლებულია. ინფრასტრუქტურამ რაც აუცილებელია საავიაციო ტექნიკის მომსახურებისათვის და ასევე მფრინავთა და იმ საინჟინრო ტექნიკური პერსონალის საცხოვრებლად სასტუმროს ტიპის საცხოვრებლები ავაშენეთ და ასევე როდესაც მეორე კურსის შემდეგ სტუდენტები იქ პრაქტიკებზე მიდიან მათ არ უწევთ ქალაქში ბინის მოძებნა, აქვთ საშუალება, რომ ჩვენს ტერიტორიაზე იცხოვრონ.
წელს უკვე დაიწყო რეგიონალური ფრენების შესრულება. ეს პროექტი დაწყებულია, რამდენიმე რეისის შესრულებას სახელმწიფომ შეუწყო ხელი. როგორც მე ვიცი მომავალ წელს ისე, როგორც სხვა აეროპორტები ასევე იქნება ესეც დაფინანსებაში და უფრო მეტი რეისების შესრულების საშუალება გვექნება. წელს კი რამდენიმე რეისი ბათუმი-თელავის მიმართულებით უკვე განხორციელდა", - განაცხადა სერგო ტეფნაძემ.
"თელავის აეროდრომი ფრენების მისაღებად მზადაა" - საავიაციო უნივერსიტეტი
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი