მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროზონაში საპროცენტო განაკვეთი ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად მოიმატებს - BBC

62a244154248e
ალა ისპირიანი
09.06.22 23:12
1248
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) განაცხადა, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად საპროცენტო განაკვეთების გაზრდას გეგმავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ECB-ის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ევროზონაში მზარდი ინფლაციის გაკონტროლებაა. ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ძირითად საპროცენტო განაკვეთებს ივლისში 0.25%-ით გაზრდის, ხოლო შემდგომი ზრდა წლის ბოლოს იგეგმება.

ევროზონაში ბოლო მონაცემებით, ინფლაცია 8.1%-ს შეადგენს, რაც ევროპის ცენტრალური ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს ბევრად აღემატება.

"მაღალი ინფლაცია ყველა ჩვენგანისთვის მთავარი გამოწვევაა. [ECB] მმართველი საბჭო დარწმუნდება, რომ ინფლაცია 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს საშუალოვადიან პერიოდში დაუბრუნდება", - ნათქვამია ECB-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ECB-მა ევროზონაში საპროცენტო განაკვეთები 2011 წელს გაზარდა.