მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტში ივნისში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა - აეროპოტების გაერთიანება

62c6786a5563a
BM.GE
07.07.22 11:06
819
2022 წლის ივნისში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 100%-ით აღდგა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 76 052 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის ივნისი 76,208 მგზავრი).

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხით. ივნისში, აეროპორტში რეისების რაოდენობა 21%-ით გაიზარდა და აეროპორტი 298 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის ივნისი - 247 რეისი)“, - ნათქვამია გაერთიანების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს. 1-ელი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით დაემატება და არსებულ 10 მიმართულებაზე სიხშირეები გაიზრდება.


ფოტო: Nakanimamasakhlisi