მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კულუმბეგოვი "ბუსტერზე": „ეს საკითხი წლის ბოლომდე გადაწყდება “

617adcc6783e5
თათია ჩაფიჩაძე
28.10.21 23:40
1004
სხვადასხვა ვაქცინით აცრილებისთვის "ბუსტერის" დამატებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები წლის ბოლომდე იქნება მიღებული. როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა BM.GE-თან განმარტა, ჯანმოს რეკომენდაციების შესაბამისად საქართველომ მსგავსი გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია დროულად უნდა შეძლოს.

„დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში "ბუსტერის" გაკეთების შესაძლებლობა აქვს 50 წელს ზემოთ ან ქვედა ასაკობრივ ჯგუფში 16-დან 49 წლამდე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ან ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში მცხოვრებლებსა და მომუშავეებს. ასეთ ადამიანებს "ფაიზერის" აცრიდან თუ 6 თვე გაუვიდათ, მათ შეუძლიათ დაიმატონ 1 დოზა ფაიზერი, "სინოფარმი" ან "სინოვაკი" სამივეს არჩევანის უფლება აქვთ. სხვა შემთხვევაში "ბუსტერების" საკითხი დახურულია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწრაფად იქნება განხილული იმუნიზაციის საბჭოზე იმიტომ რომ ბრიტანეთმა "ასტრაზენეკაზე", რომლითაც საქართველოში 58 ათასი ადამიანია აცრილი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ 50 წელს ზემოთ და იმ ჯგუფებში, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, დაიმატონ უპირატესად "ფაიზერი" ან "მოდერნა", ამიტომ "ასტრაზენეკათი" აცრილებს ბოლო დოზიდან 6 თვის თავზე მიეცემათ ამის უფლება.

რაც შეეხება "სინოფარმს" და "სინოვაკს" არ არის ცალსახა გადაწყვეტილებები, თუმცა ისეთმა მნიშვნელოვანმა ორგანომ, როგორიც არის იმუნიზაციის ექსპერტთა კომიტეტი, ოქტომბრის მეორე ნახევარში გასცა რეკომენდაცია, რომ 3 თვის შემდგომ "სინოვაკით" და "სინოფარმით" აცრილებს მიეცეთ შესაძლებლობა ფაიზერის ან მოდერნას დამატების. თუმცა ეს არ ეხება შუა ასაკობრივ ჯგუფს. ამიტომ საქართველომ სწრაფად უნდა მოახდინოს იმპლემენტაცია, ეს საკითხები გადაწყდება წლის ბოლომდე.“ - აცხადებს კულუმბეგოვი.