მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GlenBerries-მა ხონში სათბურისა და შოკური გაყინვის სამაცივრე მეურნეობის პროექტი შეაჩერა

6197a5783330c
მარიამ იზორია
22.11.21 09:45
950
ახალი და გაყინული ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ GlenBerries-მა სათბურისა და შოკური გაყინვის სამაცივრე მეურნეობის პროექტი შეაჩერა. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა განუცხადა.

რაფაელ მაღალაშვილის თქმით, პროექტი, რომელიც ხონში 117 ჰა-ზე უნდა განხორციელებულიყო, მიწების გამოყოფის პროცესმა შეაფერხა.

„სამაცივრე მეურნეობა და სათბური ვერ გავაკეთე, რადგან სახელმწიფომ ხელი არ შემიწყო; ჩვენთვის არ ეცალათ - ჩემი კომპანიის მეწილეები უცხოელები არიან და სწორედ ამიტომ სახელმწიფო თანახმა არ არის, რომ მიწები საინვესტიციო ვალდებულებით გადმომცენ, შესაბამისად, ამ პრობლემების გამო ეს პროექტი შეჩერდა“, - განმარტავს რაფაელ მაღალაშვილი.

ინფორმაციისთვის, კომპანია „GlenBerries“ შოკური გაყინვის სამაცივრე მეურნეობისა და სათბურის მოწყობისთვის, წინასწარი შეფასებით 30 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

bm.ge აღნიშნული პროექტის შეჩერების მიზეზებზე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტროებსაც დაუკავშირდება და მათ პოზიციასაც შემოგთავაზებთ.