მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TV Rain-მა ევროპული ლიცენზია მოიპოვა, ის თბილისიდანაც იმაუწყებლებს - ნატალია სინდეევა

629e35276e1e7
თამთა ჯიჯავაძე
06.06.22 21:16
1133
ტელეკომპანია TV Rain-მა („დოჟდი“) მაუწყებლობის ევროპული ლიცენზია მოიპოვა. ამის შესახებ ევროპული გამოცემები და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ნატალია სინდეევაც წერს.

„დაგეგმილია რამდენიმე ქვეყნიდან მაუწყებლობა. პირველ რიგში მათ სიაშია რიგა, ამსტერდამი, პარიზი და თბილისი. მომავალში ვგეგმავთ გაფართოებას, თუ საკმარისი ძალა და რესურსი გვექნება. მსურს ავაშენო მსხვილი საერთაშორისო კომპანია. კომენტარის სახით ჯერ სხვას ვერაფერს ვიტყვი. მაუწყებლობის დაწყების შესახებ მალე გამოვაცხადებთ“, - წერს სინდეევა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში 24 თებერვალს შეჭრის შემდეგ, ოფიციალურმა მოსკოვმა მიიღო ახალი კანონი „ყალბი ამბების“ შესახებ. აღნიშნული კანონმდებლობის ფარგლებში  დამოუკიდებელ მედიას საფრთხე დაემუქრა, რის გამოც არაერთმა მედიაპლატფორმამ რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. TV Rain-მა მუშაობა მარტის დასაწყისში შეაჩერა, ხოლო მისმა მთავარმა რედაქტორმა და რედაქციის კიდევ რამდენიმე წევრმა ქვეყანა დატოვა.