ევროკავშირის მიერ ემბარგოს დაწესების შესაძლებლობის განხილვის ფონზე, იტალიაში რუსული ნავთობის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა.
გასულ თვეს იტალიამ ყოველდღიურად დაახლოებით 450,000 ბარელი ნავთობი მიიღო რუსეთიდან, რაც ოთხჯერ მეტია თებერვლის მონაცემებზე და 2013 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
Business Insider-ის ინფორმაციით, რუსული ნავთობის იმპორტის მკვეთრი ზრდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებთან და მათ გაუთვალისწინებელ გვერდით ეფექტებთანაა დაკავშირებული.
იმპორტის უდიდესი წილი სიცილიაში არსებულ მსხვილ ქარხანა ISAB-ზე მოდის, რომელსაც რუსული კომპანია Lukoil ფლობს. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებამდე ამ ქარხნის მიერ გადამუშავებული ნავთობის საერთო მოცულობის მხოლოდ 30% იყო რუსული წარმოშობის, თუმცა სანქციებით მას შეეზღუდა სხვა ქვეყნებიდან ნავთობის მიღება, შესაბამისად, მისი ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, რომ მიწოდების წყაროები სრულად ჩაენაცვლებინა რუსული ნავთობით.
რაც შეეხება იტალიის ოფიციალურ პოზიციას, მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ წარდგენილი ინიციატივას რუსული ნავთობის იმპორტის სრულად აკრძალვის შესახებ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე