მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო – გადაკეტილია ტერიტორია

5fafbd7770f62
თამთა ჯიჯავაძე
14.11.20 15:16
891
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის გამო, გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია.

აქცია 15:00-ზე იყო დაანონსებული, თუმცა, მონაწილეებმა შეკრება მანამდე დაიწყეს.

როგორც დაგეგმილია, აქციაზე სიტყვით გამოვლენ ოპოზიციის ლიდერები.

საპროტესტო აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.