27.ივლისი .2021 15:32

„რუსთაველის მეტროს მიმდებარედ, მაკდონალდსთან გზა ჩაინგრა" - თბილისის მერია

„რუსთაველის მეტროს მიმდებარედ, მაკდონალდსთან გზა ჩაინგრა" - თბილისის მერია
views 462
უკან

რუსთაველის მეტროსთან ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ მილსადენის დაზიანების გამო გზა ჩაინგრა - აღნიშნული ინფორმაცია BMG-ის თბილისის მერიაში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის გზა გადათხრილია და მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა რამდენი ხნის განმალობაში გაგრძელდება ეს, ვერ აზუსტებენ.

„დაზიანებულია GWP-ის საკმაოდ დიდი ზომის წყალსადენი მილი, რამაც გზის გამორეცხვა და გზის საფარი ჩანგრევა გამოიწვია. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა“ სამუშაოები ერთი საათის წინ დაიწყო. მერიის ყველა შესაბამისი უწყება ადგილზეა და პირველი რეაგირება მერიამ მოახდინა. ადგილზე ტრაქტორის საბურავი ჩავარდა დაზიანებულ გზაზე, შედეგად არავინ დაშავებულა“, - განმარტავენ მერიაში.

საინტერესოა, რომ ადგილზე მისული ტექნიკა, რომელსაც გზა უნდა შეეკეთებინა, ასევე ორმოში ჩავარდა.