მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსთავი მოლი და აპარტჰოტელი“ - რუსთავში მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

60b27e47af0f7
თელარა გელანტია
29.05.21 21:45
3627
რუსთავში მრავალფუნქციური კომპლექსი - “რუსთავი მოლი და აპარტჰოტელი” შენდება.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 10-15 მლნ დოლარია.

როგორც bm.ge-ის ინვესტორი კომპანია “ნიუ მოლის” თანადამფუძნებელმა გუგა ცანავამ განუცხადა, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა სრულად 2-3 წელიწადში დასრულდება, მაგრამ გეგმავენ, “რუსთავი მოლი” უფრო ადრე აამოქმედონ.

“გვინდა, პირველ ეტაპზე მოლი გავხსნათ, რათა რუსთავის მოსახლეობამ მალე ისარგებლოს ახალი ბრენდებით, კინოთეთატრით, ბავშვების გასართობი ცენტრით და ა.შ. დარწმუნებული ვართ, პროექტი გაამართლებს და რუსთავს თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსი ექნება”, - აღნიშნა გუგა ცანავამ.

ამ დროისთვის კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.