23.მარტი .2020 17:32

"რუსთავის აზოტი" კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში 100 000 ლარს გამოყოფს

views 370
უკან

„რუსთავის აზოტი“ კორონავირუსთან ბრძოლის სამთავრობო ფონდის ანგარიშზე 100 000 ლარს გადარიცხა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რუსთავის აზოტი“ აგრძელებს წარმოებას და საქართველოსა და საექსპორტო ბაზრების მომარაგებას ამონიუმის გვარჯილით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით.

„ახალი კორონა ვირუსი COVID-19-ის გავრცელებით მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შემქნილი გამოწვევის გამო გაცნობებთ შემდეგს, რომ:

გვაქვს ყოველდღიური მჭიდრო ურთიერთობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურმნეობის სამინისტროსთან. გვესმის რა, დღეს შექმნილი საყურადღებო ვითარება ქვეყანაში, გვინდა გაცნობოთ, რომ ქარხანა აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟმში და ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას სრულად. აქვე აღვნიშნავთ, რომ ადგილობრივი ბაზარი წარმოადგენს ჩვენი, საერთო წარმოებიდან მხოლოდ 7%-დან 10%-ს.

სს „რუსთავის აზოტი“ არის ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი, შეგვაქვს რა წილი ერვნული ვალუტის და ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის ფორმირებაში. სს „რუსთავის აზოტი“ აგრძელებს ჩვეულ, უწყვეტ რეჟიმში, როგორც ადგილობრივი ასევე საექსპორტო ბაზრების თანმიმდევრულ მომარაგებას ამონიუმის გვარჯილით.

სს „რუსთავის აზოტის“ ქარხანა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის საწარმო საქართველოში ეხმაურება მთავრობის ინიციატივას „სტოპ-COVID-19“ და დღეს შესამაბის ხაზინის ანგარიშზე გადარიცხა 100 000 ლარი სპეციალური საჭიროებებისთვის“, - ნათქვამია „რუსთავის აზოტის“ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა