მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავის მერია 14 სამორიგეო ავტომანქანას იყენებდა, მაშინ როცა რეკომენდებული იყო 8 - აუდიტი

6259c17f9110e
თამთა ჯიჯავაძე
15.04.22 23:41
1002
საქართველოს მთავრობის და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებების მიხედვით, 2019-2020 წლებში რუსთავის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 8 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა. თუმცა, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტი სარგებლობდა 14 ავტომანქანით. ამის შესახებ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტი საწვავს გასცემდა თანამშრომლების საკუთრებაში არსებულ 70-77 ავტომანქანაზე. სულ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ დახარჯულია 263.9 ათასი ლიტრი საწვავი, საერთო ღირებულებით − 516.4 ათასი ლარი.

„მათ შორის, დასაქმებულების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გახარჯულია 185.6 ათასი ლიტრი საწვავი“, - წერს აუდიტი და ასკვნის, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთან, აუდიტის ობიექტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობასთან დაკავშირებით.