მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად 1 პირი გარდაიცვალა

615bfbf6ec0a7
ვიქტორია მღებრიშვილი
05.10.21 11:20
647
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად 1 პირი გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქიძე ადასტურებს.

„აფეთქება გუშინ საღამოს არასამუშაო საათებში, არასაწარმოო ადგილზე, ქარხნის ტერიტორიაზე მოხდა, რამაც ეს ტრაგედია გამოიწვია. გარდაცვლილია ერთი პირი. სხვა არავინ დაშავებულა“, - განაცხადა არჩილ მელიქიძემ.

აფეთქების მიზეზებზე ქარხნის დირექტორის მოადგილე ვერ საუბრობს და ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის გამოძიება დაწყებულია და გამომწვევ მიზეზები დადგინდება.