რუსთავში ხელოვნური ინტელექტის და ბლოკჩეინის ცენტრი იხსნება. პროექტის განხორციელებაზე რუსთავის ინოვაციების ჰაბი ჰოლანდიურ კომპანია Effect AI-სთან ერთად მუშაობს. როგორც ჰაბის ხელმძღვანელმა რევაზ ბარბაქაძემ Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, ცენტრი მუშაობას იანვრის ბოლოსთვის დაიწყებს.
"ხელოვნური ინტელექტის და ბლოკჩეინის ცენტრი იქნება პატარა ოფისში, სადაც დაიდგმება შესაბამისი აღჭურვილობა. ამ ეტაპზე, პროექტში ჩართული იქნება ათამდე ახალგაზრდა, რომლებიც ისწავლიან ხელოვნურ ინტელექტთან და ბლოკჩეინთან მუშაობას, და ასევე გარკვეულ შემოსავალსაც მიიღებენ. ამ პროექტის მიზანი არის ის, რომ ადგილობრივი ახალგაზრდობა დავასაქმოთ, მათ მიიღონ გარკვეული ცოდნა და ჰქონდეთ მუშაობის საშუალებაც, რათა შევამციროთ ქალაქიდან მიგრაცია. ბლოკჩეინის ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, რომ ნებისმიერი სახის სამუშაო შეასრულო ადგილზე და არ გაგიჩნდეს სურვილი წახვიდე ქალაქიდან და ქვეყნიდან“, - განაცხადა რევაზ ბარბაქაძემ.
რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში ამ ცენტრის მუშაობაში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა შესაძლოა, რამდენჯერმე გაიზარდოს.
მისივე თქმით, პროექტის განხორციელებისთვის რუსთავის ინოვაციების ჰაბი და ჰონალდიური კომპანია Effect AI დაახლოებით 10 000-10 000 დოლარს დახარჯავენ, რუსთავის მუნიციპალიტეტი კი საჭირო სივრცეს გამოყოფს.
„გაეროს განვითარების პროგრამიდან გვაქვს მიღებული გრანტი, საიდანაც მოხდება ამ ცენტრის რეაბილიტაცია და მისი აღჭურვა. გარკვეულ რესურსს დებს ჰოლანდიური კომპანიაც. რაც შეეხება მუშაობის სპეციფიკას, ჯერ რთულია თქმა, რა თემაზე იმუშავებს ცენტრი, რომ ამუშავდება, მერე უკვე იქნება შესაძლებელი ვთქვათ, თუ რა დავალებებს შეასრულებს ის და რას გააკეთებს კონკრეტულად“, - აღნიშნა რევაზ ბარბაქაძემ.
მისივე თქმით, ჰაბის მიზანია რუსთავი ინოვაციების ქალაქად იქცეს.
აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიური კომპანია Effect AI-ი მუშაობს ბლოკჩეინზე და მსგავს ცენტრებს მსოფლიოს მასშტაბით ქმნის.
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?