მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავში H&M-ის, Next-ის და S'Oliver-ის სამოსი MADE IN GEORGIA-ს სახელით შეიკერება

638ca8f50edf3
ლიკა გურაბანიძე
04.12.22 17:40
1052
რუსთავში, 100%-ით ქართული სამკერვალო ფაბრიკა “დარმატექსი” H&M-ის, Next-ის და S'Oliver-ის სამოსს MADE IN GEORGIA-ს სახელით შეკერავს.

კომპანია საწყის ეტაპზე 100 ადგილობრივ თანამშრომელს დაასაქმებს, ხოლო შემდგომ ეს რაოდენობა 200-300 დასაქმებულამდე გაიზრდება. როგორც სამკერვალო ფაბრიკის დამფუძნებელმა ელიზბარ ლომინაძემ BM.GE-ს გაანუცხადა, რომ საწარმოს შექმნაში ჩადებული ჯამური ინვესტიცია 1.5 მლნ ლარია.

“დარმატექსი” ექსპორტზე ორიენტირებული იქნება და ის ცნობილი ბრენდებისთვის ქალისა და მამაკაცის სამოსს, ასევე უნიფორმებს შეკერავს.

“სამკერვალო ფაბრიკა რუსთავში ნოემბერში გაიხსნა. შეკერილი სამოსი ევროპის ისეთ ქვეყნებში გავა, როგორიცაა იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი და ა.შ. პროექტი აწარმოე საქართველოში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

100% ქართული ინვესტიციაა, რომელიც თითქმის სრულად დანადგარებში და საბრუნავ საშუალებებში დაიხარჯა.” - განმარტა ლომინაძემ.