17.იანვარი .2020 17:41

რუსთავში ლითონის საწარმო გაიხსნება - ინვესტიცია 9 მილიონი ლარია

views 1453
უკან

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რუსთავში, მაზნიაშვილის ქუჩაზე ლითონის საწარმო გაიხსნება, რისთვისაც 9 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საწარმო წლიურად 6 000 ტონა ლითონის ნაწარმის გადამუშავებას და ადგილობრივი ბაზრისთვის მიწოდებას შეძლებს. ასევე დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე გატანა.

ბიზნესის მხარდასაჭერად შპს Construction Service-ს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 1 ჰა მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა. საწარმოში, დაახლოებით, 140 ადამიანი დასაქმდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა