მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავში „მადარტის" ახალი კონცეფციის სერვის-ცენტრი გაიხსნა - ინვესტიცია ₾50 000

63359a6ed6a24
ვიქტორია მღებრიშვილი
29.09.22 17:10
1107
რუსთავში „მადარტის“ ახალი კონცეფციის პირველი სერვის-ცენტრი გაიხსნა. კომპანიამ ახალი ობიექტის ასამოქმედებლად, დედაქალაქის გარეთ, 50 000 ლარის ინვესტიცია ჩადო და დამატებით 15 სამუშაო ადგილი შექმნა. შესაბამისად, დღეიდან რუსთავის მოსახლეობას ახალ სერვის-ცენტრში სასურველი პროდუქტის შეკვეთა ოპერატორის დახმარებით შეეძლებათ. 

"მადარტის" მარკეტინგის მენეჯერი თათული გულბიანი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ახალი მოლის ტერიტორიაზე “მადარტის” სერვის-ცენტრი რუსთავის მოსახლეობას მარტივად და რაც მთავარია, მიტანის ტარიფის გადახდის გარეშე შეკვეთის შესაძლებლობას მისცემს.

"ახალი სერვის-ცენტრის საშუალებით, რუსთავის მოსახლეობა ჩვენი პროდუქციის წინა ან მიმდინარე დღეს შეკვეთას შეძლებს და შეკვეთილ პროდუქტს სერვის-ცენტრიდან კონკრეტულ დროს გაიტანენ. ასევე მათ ადგილზე, ოპერატორის დახმარებით როგორც სერიული ტიპის პროდუქციის, ისე სასურველი დიზაინის არასტანდარტული ტორტების შეკვეთის გაფორმება შეეძლებათ, რომლის შეკვეთის საშუალებაც აქამდე მხოლოდ ონლაიან კონსულტაციით შეეძლოთ.

სერვის ცენტრიდან პროდუქციის გადატანა დილის 10-დან საღამოს 10 საათამდე იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა თათული გულბიანმა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი კონცეფციის სერვის-ცენტრი შეკვეთილი პროდუქციით დღეში ორჯერ მომარაგდება და ტრანსპორტირების ხარჯს მთლიანად კომპანია გაწევს.

ცნობისთვის: დღეისთვის „მადარტი“ დღეისთვის თბილისში 4 საწარმოო-სარეალიზაციო ფილიალს, ერთი წარმოება და დღეიდან უკვე რუსთავში ახალი კონცეფციის სერვის-ცენტრს მართავს. კომპანია ჯამში 850-მდე სამუშაო ადგილს ქმნის.