მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულ აპლიკაციებს მაქსიმალური სიფრთხილით მოეპყარით - კიბერუსაფრთხოების ექსპერტი

622c6d3245075
გიორგი თოლორდავა
12.03.22 14:02
1726
BDO Georgia-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ მეხრიშვილის თქმით, მომხმარებლებმა მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ რუსული მობილური და კომპიუტერული აპლიკაციების გამოყენებისას.

„არამხოლოდ რუსეთი და ჩინეთია დაინტერესებული თითოეული ჩვენგანის ინფორმაციის მოგროვებით. ნებისმიერ აპლიკაციას, რომელსაც ტელეფონში გადმოვწერთ, კრიტიკულად უნდა შევხედოთ - ეკუთვნის თუ არა ამ აპლიკაციას ამა თუ იმ საინფორმაციო არხზე და სისტემაზე წვდომა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა მიზნით ვიყენებთ აპლიკაციას და რაზე ვაძლევთ მას წვდომას“ - განაცხადა ანზორ მეხრიშვილმა BMG DRIVE-ის ეთერში.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურებულია ისეთი აპლიკაციები, რომლებიც მომხმარებლებს ფოტოებზე უკრაინის მხარდამჭერი სიმბოლიკის განთავსების საშუალებას აძლევენ. მეხრიშვილის თქმით, მოქალაქეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ მსგავსი აპლიკაციების მიმართ და ფოტოს დამუშავებისთვის განკუთვნილ აპლიკაციას დროებითი წვდომა მხოლოდ კამერასა და გალერეაზე უნდა მისცენ და არა მიკროფონსა და ლოკაციაზე.

მობილური აპლიკაციები გარკვეულ საფრთხეებს შეიცავენ, რადგან მათი საშუალებით მტრული სახელმწიფოების დაზვერვის სამსახურებს შეუძლიათ მომხმარებლების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, მაგალითად: აუდიო და ვიდეო გამოსახულების, GPS-ის საშუალებით ლოკაციისა და პოტენციური ადგილსამყოფლისაც კი.