მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული Alfa Bank-ის შვილობილი ბანკი ATB გაკოტრდა

6263054093b4f
ალა ისპირიანი
23.04.22 00:34
1647
CNN–ი ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსული Alfa Bank-ის შვილობილი კომპანია, ამსტერდამის სავაჭრო ბანკი (ATB) გაკოტრდა.

სააგენტოს ცნობით, ამსტერდამის სასამართლომ ბანკის გაკოტრება უკვე გამოაცხადა და ანგარიშების მფლობელებისთვის, დეპოზიტების გარანტიის სქემა გაააქტიურა.

ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის (DNB) ინფორმაციით, ბანკს 23 000 კერძო ანგარიშის მფლობელი ჰყავს და ამსტერდამის სავაჭრო ბანკში (ATB) ანგარიშის მფლობელები დეპოზიტების გარანტიის სქემით მაქსიმუმ 10,000 ევროს მიიღებენ. აღნიშნული სქემით გარანტირებული სრული თანხა დაახლოებით 700 მილიონ ევროს შეადგენს.

აშშ-ს ხაზინამ 6 აპრილს გამოაცხადა, რომ რუსეთის უმსხვილეს კერძო ბანკს, Alfa Bank-ს სანქციებს დაუწესებდა. ამ სანქციების ნაწილია, მისი ექვსი შვილობილი კომპანია, მათ შორის ATB, რომელიც იმის გამო დაიბლოკა, რომ Alfa Bank-ის საკუთრებაში იყო ან Alfa Bank-ის სახელით პირდაპირ ან ირიბად მოქმედებდა.