მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ავიაემბარგოს გაუქმების გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა

6461c6812f612
BM.GE
15.05.23 09:49
630
რუსული ავიაემბარგოს გაუქმების გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა საქართველოსთვის დაწესებული ავიაემბარგოს გაუქმებას. აღნიშნული ემბარგო 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ იყო დაწესებული, რის გამოც, რუსეთთან ავიამიმოსვლა მესამე ქვეყნების (ძირითადად სომხეთის) გავლით ხორციელდებოდა.

ავიაემბარგოს გაუქმების გადაწყვეტილების თანახმად, პირდაპირი ფრენების ნებართვა 15 მაისიდან გაიცა. 
 
რუსული მედიის ცნობით, რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ და ქართული Georgian Airways-ი საბოლოო ფორმალობების დაცვის შემთხვევაში მოსკოვი-თბილისის პირდაპირი ფრენის დაწყებას მიმდინარე კვირიდან გეგმავენ. ინფორმაციას RBC რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რასაც გამოცემასთან „აზიმუტთან“ დაკავშირებული პირიც ადასტურებს.
გამოცემის ცნობით, „აზიმუტმა“ ვნუკოვოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენები შესაძლოა, 16 მაისიდან დაიწყოს, Geogian Airways-მა კი 18 მაისიდან. Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი გამოცემასთან ამბობს, რომ მოსკოვში ფრენების განახლებისთვის კომპანიას არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი ამბობს, რომ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში შესაძლოა, ქართული კომპანიები დასანქცირდნენ.

"უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს" - დღეს პარლამენტთან 19:00 საათზე აქციაა დაგეგმილი

BM.GE მოსკოვი-თბილისის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ცდილობს. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას 90 დღემდე ვადით უვიზოდ შეძლებენ.