მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვისთვის იაპონიაც მზად არის

621b7c28f04bb
თამთა ჯიჯავაძე
27.02.22 17:24
1287
იაპონია უერთდება აშშ-ს და ევროკავშირს და მზად არის რუსული ბანკები საერთაშორისო საბანკო სისტემიდან SWIFT-დან გათიშოს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდა აცხადებს.

იაპონური გამოცემის Kuodo-ს ცნობით, იაპონია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლებს აქტივებს გაუყინავს.

„ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ძალადობის მსგავს უგუნურ საქციელს აქვს უზარამზარი ფასი“, - განაცხადა იაპონიის პრემიერმა.

ცნობისთვის, EU-ს ქვეყნები შეთანხმდნენ, მხარი დაუჭირონ რუსული ბანკების ნაწილის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას.