17.მარტი .2023 17:17

რუსული კომპანიები NASDAQ-ის საფონდო ბირჟიდან მოიხსნებიან

რუსული კომპანიები NASDAQ-ის საფონდო ბირჟიდან მოიხსნებიან
views 2125
უკან

მსხვილი რუსული ტექნოლოგიური კომპანიების, Yandex-ისა და Ozon-ის აქციები Nasdaq-ის საფონდო ბირჟიდან მოიხსნება.

აღსანიშნავია, რომ რუსული კომპანიების აქციებითა და ობლიგაციებით ვაჭრობა უოლ-სტრიტზე ომის დაწყებიდან მალევე შეწყდა, თუმცა ახლა უკვე Nasdaq-ის ადმინისტრაცია კომპანიების სრულ დელისტინგს მოითხოვს.

საფონდო ბირჟიდან მოხსნა ემუქრებათ Headhunter-სა და საგადახდო პლატფორმა Qiwi-საც.

Yandex-ის წარმომადგენლობის განცხადებით, ეს გადაწყვეტილა უსაფუძვლოა, რადგან არცერთი ზემოხსენებული კომპანია დასავლეთის მიერ სანქცირებული არ არის, ამიტომაც ისინი Nasdaq-ის წინააღმდეგ სასამართლოში კოლექტიურ სარჩელს შეიტანენ.