მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ნავთობის ჩასანაცვლებლად საფრანგეთი მოლაპარაკებებს საამიროებთან აწარმოებს

629dbd235ed89
გიორგი თოლორდავა
06.06.22 20:31
835
ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსული ნავთობის ჩანაცვლების მიზნით, საფრანგეთის მთავრობა სტრატეგიულ მოლაპარაკებებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან აწარმოებს.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, ბრუნე ლე მერის განცხადებით, საამიროებიდან ნედლი ნავთობის, დიზელისა და სხვა ტიპის საწვავის იმპორტით რუსეთის ფედერაციის ჩანაცვლება ნაწილობრივ მაინც იქნება შესაძლებელი.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში, რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტი წლის ბოლომდე 92%-ით შემცირდება, 2023 წლისთვის კი ნავთობის კუთხით საფრანგეთი რუსეთისგან სრულ ენერგოდამოუკიდებლობას მოიპოვებს.

საგულისხმოა, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისგან განსხვავებით, საფრანგეთი მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული მოსკოვზე. რუსეთის წილი ნავთობის იმპორტის საერთო მოცულობაში 20-25%-ს აღწევს, შესაბამისად, UAE-ისა და საუდის არაბეთის დახმარებით ქვეყანას მარტივად შეუძლია დანაკლისის შევსება და მიწოდების წყაროების დივერსიფიცირება.