საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, ერთკვირიან ჭრილში ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 3%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 79 დოლარს აღწევს; რაც შეეხება WTI Crude-ს, მისმა ღირებულებამ 4%-ით მოიმატა და 73 დოლარს აჭარბებს.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბირჟაზე ბარელი Urals-ის ფასი 57 დოლარს აღწევს, რაც ერთ დღეში თითქმის 10%-ით გაზარდილი მაჩვენებელია; ერთთვიან პერიოდში კი მატების მაჩვენებელი 12%-ს აღწევს.
რუსული ნავთობის გაძვირება პირდაპირ კავშირშია ჩინეთში საწარმოო აქტივობის მკვეთრ ზრდასთან. მოგეხსენებათ, ჩინეთი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ნავთობმომხმარებელია, შესაბამისად, მისი ეკონომიკური აქტივობის გააქტიურება პირდაპირ აისახება Urals-ის ფასზე.
გასათვალისწინებელია, რომ დასავლურ სახელმწიფოებს ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვთ რუსული ნავთობის იმპორტი, შესაბამისად, ზემოხსენებული ფასი ძირითადად აზიის ქვეყნებს და, მათ შორის, საქართველოს ეხება.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ევროპული ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება მეგავატ-საათზე 44 დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში დაფიქსირებული მატების 10%-იანი მაჩვენებელია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი