მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ნავთობის იმპორტი სრულად აიკრძალება - EU-მ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა

62722b706690e
გიორგი თოლორდავა
04.05.22 11:33
1829
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების რიგით მეექვსე პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

„იმპორტის სრულად აკრძალვა არ იქნება მარტივი, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, თუმცა ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

ევროკომისია წარმოგიდგენთ რუსული ნავთობის აკრძალვის ინიციატივას - ეს იქნება სრული აკრძალვა რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე, მილსადენითა თუ ზღვით, ნედლსა თუ რაფინირებულ ნავთობზე“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.