მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსული საწვავი ევროპულზე 30-40 თეთრით იაფია“ - ირაკლი ლექვინაძე

63219e07808ae
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.22 13:38
760
„რუსული საწვავი ევროპულზე 30-40 თეთრით იაფია“, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე - რომელია საწვავის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა დღეისთვის, სააგენტოს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ პირველი სექტემბრის მონაცემებით, საწვავის იმპორტის 40% რუსეთზე მოდის.

„საწვავის იმპორტი საქართველოში 2022 წლის მაჩვენებლებით დაახლოებით 40% რუსეთიდან ხორციელდება, დაახლოებით 30% - რუმინეთიდან, შემდეგ მოდის ბულგარეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთს ძალიან მცირე წილი აქვს. რუსეთიდან იმპორტი იმიტომაა გაზრდილი, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, იაფი საწვავის წყაროა. რადგან ჩვენი მოქალაქეებისთვის საწვავის დაბალი ფასი მნიშვნელოვანია, ამიტომ კომპანიები ეძებენ იაფ წყაროებს და ამ ეტაპზე რუსეთი ერთ-ერთ ყველაზე იაფ წყაროდ ითვლება. რუსული საწვავის თვითღირებულება ევროპულთან მიმართებით, დაახლოებით, 30-40 თეთრით იაფია, როგორ შეიცლება ეს სტრუქტურა შემდგომში, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ბოლო მონაცემები ამგვარია“, - განმარტა ლექვინაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტო საწვავის ფასის მოკვლევასთან დაკავშირებით შედეგებს სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დადებს.