მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული SBERBANK-ის მოგება 80%-ით შემცირდა

640b1f5ed9c67
გიორგი თოლორდავა
10.03.23 16:32
682
უმსხვილესი რუსული საფინანსო ორგანიზაციის, Sberbak-ის მოგება გასულ 2022 წელს თითქმის 80%-ით შემცირდა, რაც საერთაშორისო სანქციებითაა განპირობებული.

წლის განმავლობაში კომპანიამ 270 მილიარდი რუბლის მოგების მიღება შეძლო, რაც 3.5 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია.

Sberbank-ის ხელმძღვანელობის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე ბანკის მოგება რეკორდულ ნიშნულამდე გაიზრდება და 16.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

პოზიტიური პროგნოზი ახალ ანტიკრიზისულ გეგმას და Sberbank-ზე გაზრდილ მოთხოვნას ეყრდნობა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში Sberbank-ი საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემიდან, SWIFT-დან გაირიცხა და მას დასავლეთში ოპერირება აეკრძალა.