მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით ნეპალმა მოსკოვთან შეთანხმება გააფორმა

5f731fe439ecf
ნათია თაქთაქიშვილი
29.09.20 21:01
1007
რუსეთმა და ნეპალმა ხელშეკრულება გააფორმეს რუსული ვაქცინის Sputnik-V-ის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

რუსეთის საინვესტიციო ფონდის განცხადებით, მოსკოვი ნეპალის ფარმაცევტულ კომპანია Trinity Pharmaceuticals-ს 25 მილიონი დოზა კორონავირუსის სააწინაღმდეგო ვაქცინით მოამარაგებს.

ასევე, ფონდი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ფარგლებში, ვაქცინის მიღებას ნეპალის მოსახლეობის 90% შეძლებს.

„მოხარულები ვართ რუსეთის პირდაპირ საინვესტიციო ფონდთან თანამშრომლობით“, - განაცხადა Trinity Pharmaceuticals-ის დირექტორმა კიშორ ადჰიკარმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა Sputnik-V-ის ვაქცინა მანამდე დაამტკიცა, სანამ პრეპარატი კლინიკური კვლევის მესამე ეტაპს გაივლიდა, აღნიშნულმა ფაქტმა მსოფლიო მღელვარება გამოიწვია.

კიშორ ადჰიკარის განცხადებით, ნეპალი მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენებს მედიკამენტს, რაც ის წარმატებით გაივლის კლინიკური კვლევის მესამე ეტაპს.

„როგორც კი პრეპარატი წარმატებით გაივლის კლინიკური ცდის მესამე ეტაპს, ის მაშინვე გახდება ნეპალის მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი“, - განაცხადა მან.