მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულმა ჯარებმა კიევის ორ რაიონს ცეცხლი გაუხსნეს: დაზიანებულია შენობები, არიან დაშავებულები

623ad9cfa507b
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.22 12:24
736
კიევში სროლების შედეგად სავაჭრო ცენტრი, კერძო სახლები და სვიატოშინსკის და შევჩენკოვსკის რაიონებში მრავალსართულიანი შენობები დაზიანდა, ოთხი ადამიანი ტრავმირებულია. ინფორმაციას Ukrinform ქალაქ კიევის სახელმწიფო ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ცეცხლის ქვეშ მოექცა სავაჭრო ცენტრი, კერძო სექტორის სახლები და მრავალსართულიანი ბინები. ხანძრები ლიკვიდირებულია, დაშავებულები არ არიან. სავაჭრო ცენტრი და ორი კერძო სახლი დაზიანებულია“, - ნათქვამია ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დილით ცეცხლის ქვეშ მოექცა შევჩენკოვსკის რაიონი. ადგილზე მაშველები და მედპერსონალი მუშაობს.

„ამ დროისთვის ცეცხლის კერები რამდენიმე კერძო სახლსა და მრავალსართულიან კორპუსში ფიქსირდება. 4 ადამიანი ტრავმირებულია. ნგრევის სიძლიერისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - ამბობენ კიევის სახელმწიფო ადმინისტრაციაში.