მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუხის საავადმყოფო ამოქმედდება და კორონავირუსით ინფიცირებულებს მიიღებს-პრემიერი

5e7f2793a784f
თამთა ჯიჯავაძე
28.03.20 14:30
3532

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოფელ რუხში მინისტრებთან ერთად ჩავიდა და რუხის საავადმყოფო დაათვალიერა. მისი თქმით, დღეს კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული საავადმყოფოს გამოყენება იგეგმება.

„ეს საავადმყოფო აშენდა როგორც მრავალფუნქციონალური საავადმყოფო, საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობებით. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ დღემდე არ იყო ის გაშვებული. დღეს ასეთი სამწუხარო პირობები, მდგომარეობა და გამოწვევა გვაქვს სერიოზული, ამიტომ ჩვენ ვნახეთ რამდენად სწრაფად შეიძლება ამ საავადმყოფოს ამოქმედება.

უახლოეს დღეებში აქ ამოქმედდება ასამდე ადგილი, რომელიც შეძლებს პოტენციურად მოემსახუროს კორონავისურით ინფიცირებულ ჩვენს მოქალაქეებს და ასევე, რა თქმა უნდა, ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება სააკრანტინე ზონების. ჩვენთვის მთავარია, რომ მაქსიმალურად სწრაფად ეს ყველაფერი ავამოქმედოთ. მე მოვუწოდებ ამ რეგიონის თითოეულ მკვიდრ მედიკოს ექიმს, რომ სრული მობილიზება უნდა გამოვაცხადოთ, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე. ჩვენ ვსაუბრობთ სრულიად საქართველოზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ სასწრაფო ფუნქციონირებას აქვს სხვა დატვირთვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის.

„რა თქმა უნდა, ჩვენ თითოეულ მოქალაქეს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მივეხმარებით. აქ იქნება ჩვეულებრივი რეჟიმი, ყველა ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზს გადმოკვეთს, რა თქმა უნდა, ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, მიიღებს სამედიცინო დახმარებას. ვისაც სჭირდება საკარნტინე ზონა, მიიღებს ამ საკარანტინო ზონას“, - აღნიშნა პრემიერმა.

სამკურნალოდ ჩაყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის რუხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომლის ტერიტორიაზე ავტოსადგომები და შიდა გზები უკვე მოწყობილია.

მომავალში კლინიკა საუნივერსიტეტო ფუნქციის შესრულებასაც შეძლებს. ადგილზე არსებობს აუდიტორიების, ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სივრცე. რუხის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.