18.ივლისი .2022 10:47

რვა საკითხი, რომლებსაც მთავრობა დღეს განიხილავს

რვა საკითხი, რომლებსაც მთავრობა დღეს განიხილავს
views 911
უკან

დღეს 11:00 საათზე მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრი განცხადებას არ გააკეთებს.

მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხს განიხილავს:

1. საქართველოს კანონის პროექტები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ - მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი;

2. საქართველოს კანონის პროექტი "რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" - მომხსენებელი - გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „პივი სოლარს“ შორის „ხაშურის მზის ელექტროსადგურის“ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ქსნის მზის ელექტროსადგური 2’’ ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ჩერო ენერჯი-ვესტ“ ქარის ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

7. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

„სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №717 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საბაზო თანამდებობრივი სარგოს გადაანგარიშების მექანიზმის შემუშავების ეტაპებისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე” - მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი: ლაშა ხუციშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა