მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair: ამ ზაფხულს სანაპიროებზე დამსვენებლების დაბრუნებას ველით

6018ef718d3c0
თათია კაკიაშვილი
02.02.21 22:45
799

კომპანია Ryanair–ის ხელმძღვანელი 2021 წლის ზაფხულში, Covid-19 ვაქცინაციის პროგრამის წყალობით,  ევროპის სანაპიროებზე დამსვენებლების დაბრუნებას პროგნოზირებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მაიკლ ო'ლირის თქმით, წელს მოსალოდნელია, რომ მოგზაურობისგან მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებში შემავალმა პირებმა შეიკავონ თავი, სხვა ხალხში კი დიდიხანია, სამოგზაურო მოთხოვნილება მაღალია. Ryanair-ის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ ავიაკომპანიის 35-წლიან ისტორიაში პანდემიური წელი "ყველაზე რთული" აღმოჩნდა.

როგორც BBC წერს, Ryanair-ის ზარალი 2021 წლის მარტისთვის 1 მილიარდ ევრომდე იქნება. 

„ვფიქრობთ, რომ მაშინ, როცა მაღალი რისკის ჯგუფის თითქმის ყველა წარმომადგენელს ვაქცინაცია ჩაუტარდება, სამოგზაურო შეზღუდვები უნდა მოიხსნას, განსაკუთრებით - მოკლე ევროპული მოგზაურობის დროს. სწორედ ამის საფუძველზე ამ ზაფხულს ველოდებით თუნდაც ბრიტანელი ოჯახების დაბრუნებას ესპანეთის, პორტუგალიის, იტალიისა და საბერძნეთის სანაპიროებზე, ეს ტერიტორია ხომ ვაქცინაციის შემდეგ, შედარებით უსაფრთხო იქნება“, - განაცხადა მაიკლ ო'ლირმა.

ცნობისთვის, EasyJet–მა გასულ თვეს განაცხადა, რომ წელს ზაფხულის პერიოდზე ჯავშნები 250%–ით არის გაზრდილი.