მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთი მზადაა, 300 მილიონი არაავტორიზებული COVID-ვაქცინა შეიძინოს

60ba0d95c8ee5
ნათია თაქთაქიშვილი
04.06.21 17:28
861
ინდოეთი მზად არის, კორონავირუსის მეორე ტალღასთან გასამკლავებლად, 300 მილიონი არაავტორიზებული COVID-ვაქცინა შეიძინოს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ინდოეთის მთავრობა უსახელო ვაქცინას ინდური ბიოტექნოლოგიური კომპანია Biological E-სგან შეიძენს; კომპანიის მიერ წარმოებელი პრეპარატი ამჟამად კლინიკური ცდების მესამე ეტაპს გადის.

მთავრობის განცხადებით, ვაქცინამ პირველი ორი კვლევით იმედის მომცემი შედეგები აჩვენა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანას 300 მილიონი დოზა COVID-ვაქცინის შეძენა 206 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდება.

ინდოეთის მთავრობა განმარტავს, რომ აღნიშული გადაწყვეტილება ვაქცინების მწვავე ნაკლებობის ფონზე მიიღო, რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ 220 მილიონი ადამიანის აცრა მოხერხდა, როცა ქვეყნის მოსახლეობა 1.4 მილიარდს უტოლდება. ამ მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა მიიღო.

BBC წერს, რომ ინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი, დაახლოებით, 100,000-სს უტოლდება, ხოლო ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 340,000 ადამიანი გარდაიცვალა.