მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair და Manchester Airports Group სასამართლოში ჩივილით იმუქრებიან

60cb4c6980d05
ნათია თაქთაქიშვილი
17.06.21 17:50
649
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair და Manchester Airports Group დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილით იმუქრებიან. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათი განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა „მწვანე ქვეყნების ჩამონათვალის“ შედგენას მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. კომპანიები ამ პროცესში მეტ გამჭვირვალობას ითხოვენ. Ryanair-ის და მანჩესტერის აეროპორტების ჯგუფის გაღიზიანება გამოიწვია ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ, როცა მაისის შუა რიცხვებში ხელისუფლებამ პორტუგალია მწვანე ქვეყნების სიაში შეიტანა, ხოლო რამდენიმე კვირაში მოულოდნელად ამოიღო. გამოცემა წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა პორტუგალიის მოულოდნელ გაუჩინარებას „მწვანე სიიდან“ კორონავირუსის ინფექციების ზრდით ხსნის და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის "დელტა" ვარიანტია გავრცელებული. ამასთან, საავიაციო ინდუსტრია მიიჩნევს, რომ ბალეარის და საბერძნეთის კუნძულები უსაფუძვლოდ არ მოხვდნენ „მწვანე სიაში“, რადგან ორივე ტერიტორიაზე ინფექციის გავრცელების მაჩვენებლები დაბალია.

ბრიტანეთის მთავრობა საავიაციო ინდუსტრიის სექტორის წამომადგენლების ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სექტორის დასახმარებლად დიდმა ბრიტანეთმა უკვე დახარჯა 7 მილიარდი ფუნტი სტერლინგი.