26.ივლისი .2021 22:00

Ryanair-ი 273 მლნ ევროს ოდენობის ზარალის შესახებ აცხადებს

Ryanair-ი 273 მლნ ევროს ოდენობის ზარალის შესახებ აცხადებს
views 250
უკან

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი მეორე კვარტალში 273 მილიონი ევროს ზარალზე აცხადებს, რაც კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების გახანგრძლივებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ავიაკომპანიას გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში 185 მილიონი ევროს ოდენობის ზარალი ჰქონდა. როგორც Ryanair-ის CEO მაიკლ ო'ლირი აღნიშნავს, ზარალის ზრდა ავიაკომპანიის ხარჯების თითქმის 116%-იან ზრდას უკავშირდება, რაც ძირითადად საწვავის ფასის ზრდასა და აეროპორტების სხვადასხვა ხარჯებთან დაკავშირებულია.

„ჩვენი ვარაუდით, ტრაფიკი ივლისის ბოლომდე 9 მილიონამდე გაიზრდება, ხოლო აგვისტოში დაახლოებით 10 მილიონს მიაღწევს, რადგან დამატებით აკრძალვებს კორონავირუსის გამო აღარ ველოდებით“, - განაცხადა Ryanair-ის CEO-მ.

ცნობისთვის, CNBC წერს, რომ ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 46% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილია, ხოლო დიდ ბრიტანეთში ეს რიცხვი 54.4%-ს შეადგენს.