მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-ი ავიარეისების სიხშირის შემცირებას გეგმავს

5f3a888a0a6ae
თამთა ჯიჯავაძე
17.08.20 17:38
1092
ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ი აცხადებს, რომ ის ავიარეისების სიხშირის შემცირებას გეგმავს. ამის მიზეზი ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაა. როგორც BBC წერს, ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ სექტემბერსა და ოქტომბერში ფრენებს 20%-ით შეამცირებენ, ვინაიდან ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად შესუსტდა ავიაბილეთებზე მოთხოვნა.

ამასთან, Ryanair-ის განცხადებით, ავიარეისების შემცირება ფოკუსირებული იქნება იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსის შემთხვევების მატებამ დიდი ბრიტანეთი და ირლანდია აიძულა სამოგზაურო შეზღუდვები ხელახლა დაეწესებინათ.

ცნობისთვის, ბრიტანეთი 14-დღიან კარანტინს აწესებს იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და შვედეთიდან ჩავლენ ქვეყანაში. მსგავსი შეზღუდვები აქვს დაწესებული ირლანდიასაც აღნიშნულ სამ ქვეყანასა და კიდევ გერმანიასა და ბრიტანეთზეც.