მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-ი იტალია-საქართველოს რეისების სიხშირეს ერთი თვით ამცირებს

5e6153a0e241b
BM.GE
06.03.20 00:10
1470
ავიაკომპანია Ryanair-ი იტალია-საქართველოს მიმართულებით 7 მარტიდან ერთი თვის მანძილზე 7 აპრილის ჩათვლით ფრენების სიხშირეს ამცირებს, - ამის შესახებ ნათქვამია Ryanair-ის ოფიციალურ გვერდზე.

”COVID-19–(კორონავირუსის) ის გავლენის გამო და სამთავრობო საკუთრებაში არსებული ქართული აეროპორტების მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ არაერთი ფრენა იტალიიდან საქართველოში.

ამ ფორს-მაჟორული ცვლილებებით დაზარალებულ ყველა მომხმარებელს ეცნობათ და სრულად აუნაზღაურდებათ გადახდილი საფასური. აგრეთვე ჩვენი გვერდიდან შეეძლებათ ფრენის შეცვლა სხვა მიმართულებით და თარიღების მიხედვით – სრულიად უფასოდ.” – ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რეისები მილანის აეროპორტიდან თბილისამდე 7 მარტამდე განხორციელდება. ხოლო 8 მარტიდან 7 აპრილამდე 2-კვირიან რეჟიმზე გადავა. ბოლონიიდან ქუთაისამდე რეისები კი 8 მარტიდან 7 აპრილამდე გაუქმდება.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის უკვე ცხრა შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.