მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-ი იტალიაში ხანმოკლე ავიარეისების 25%-ს აუქმებს

5e5d62b20ceeb
თამთა ჯიჯავაძე
02.03.20 23:42
953
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი იტალიაში მოკლე მანძილზე შესასრულებელი ავიარეისების 25%-ს აუქმებს. საუბარია 17 მარტიდან 8 აპრილამდე დაგეგმილ რეისებზე. შესაბამისი ინფორმაცია მგზავრებს უკვე მიაწოდა კომპანიამ.

ფრენების გაუქმების მიზეზი კორონავირუსი გახდა. როგორც Ryanair-ის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო კვირის მანძილზე კომპანიის ჯავშნები მნიშვნელოვნად შემცირდა მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისის პერიოდზე. ამას ისიც დაემთხვა რომ მგზავრების დიდი ნაწილი არსებულ რეისებზე არ ცხადდებოდა.

„Ryanair-ი არ ელოდება, რომ რეისების გაუქმებას მატერიალური გავლენა ექნება მიმდინარე წლის გეგმაზე, თუმცა, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება Covid-19-ის ეპიდემიის გავლენა ავიაკომპანიის შემოსავლებზე“,- წერია Ryanair-ის განცხადებაში.