მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-ი იტალიის მიმართულებით ყველა ფრენას აჩერებს

5e678e44b5703
BM.GE
10.03.20 16:50
990
Ryanair-მა ცოტა ხნის წინ იტალიის მიმართულებით ყველა ფრენის შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება. კომპანია აღნიშნავს, რომ ის 2020 წლის 13 მარტიდან 8 აპრილამდე აჩერებს ყველა საერთაშორისო რეისს იტალიიდან და იტალიის მიმართულებით, ასევე 11 მარტიდან 8 აპრილამდე ყველა ადგილობრივ რეისს იტალიის ქალაქებს შორის. 

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიური აფეთქების გამო, ნაციონალურ დონეზე მოქმედი კარანტინი არის გამოცხადებული.

"ყველა მგზავრი, რომელსაც აღნიშნული ცვლილება ეხება, ელექტრონული ფოსტით მიიღებს შეტყობინებას ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, მგზავრებს, რომელთაც სურთ დროზე ადრე დატოვონ ქვეყანა, მათ 13 მარტამდე შეუძლიათ უფასოდ დატოვონ ქვეყანა."