მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-ი მილანის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს, ბოლონიის მიმართულებით კი ფრენებს დროებით წყვეტს

5e5a1fd5d012e
BM.GE
29.02.20 12:20
1187
Ryanair-ი მილანის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს, ბოლონიის მიმართულებით კი ფრენებს დროებთ წყვეტს. ამის შესახებ bm.ge-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს. 

"კორონავირუსის გამო იტალიის მიმართულებით რეისებთან დაკავშირებით Ryanair-მა მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა და ნაცვლად 4 სიხშირისა, კვირაში 2 სიხშირით იფრენს.

მილანსა და თბილისს შორის, რეისების სიხშირის შემცირება ეხება მხოლოდ 9 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდს.
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებას, დღეის მდგომარეობით, 8 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით პერიოდში ქუთაისიდან ბოლონიის მიმართულებით რეისები არ განხორციელდება"-აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.