მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-ი რეკორდულად მაღალ ზარალზე აცხადებს

5f1ea903791cf
ნათია თაქთაქიშვილი
27.07.20 15:01
1221
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი რეკორდულად მაღალ ზარალზე აცხადებს. კომპანიის განცხადებით, მარტიდან 30 ივნისამდე პერიოდში, მაშინ როდესაც ფრენები, დაახლოებით, 99%-ით იყო შემცირებული, ზარალმა 216 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია აღნიშნავს, წლევანდელი წელი ყველაზე რთული და გამოწვევებით სავსე წელია ბოლო 35 წლის განმავლობაში.

„წინა კვარტალი კომპანიის 35-წლიან ისტორიაში ყველაზე რთული გამოდგა. კოვიდ-19-ის გამო ავიაკომპანიის თვითმფრინავების უმეტესობას 4 თვის განმავლობაში არ უფრენიათ, რადგან ევროკავშირის ქვეყნებმა შეზღუდვები დააწესეს მოგზაურობაზე და გამოაცხადეს კარანტინი“, – აცხადებენ კომპანიაში.

ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ დღეს მათთვის ყველაზე საშიში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღაა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ფრენები 1 ივლისიდან აღადგინა და ამ ეტაპზე დატვირთულობა მხლოდ 40%-ს უტოლდება, მაგრამ Ryanair-ის მენეჯმენტის პროგნოზით, ავიაკომპანიის დატვირთვა აგვისტოსთვის 60%-მდე გაიზრდება, ხოლო სექტემბერში - 70%-მდე.

ბოლო მონაცემებით, Ryanair-ის თითო აქციის ღირებულებამ 10.91 ევრო შეადგინა, რაც 25%-ით ნაკლებია წლის დასაწყისთან შედარებით. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის აქციები უფრო მეტად არის გაიაფებული ვიდრე - უნგრული Wizzair-ის. საფონდო ბირჟის მონაცემებით, Wizzair-ის აქციები 11%-ითაა გაიაფებული.