მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-ი საქართველოში ზამთრის სეზონზე ფრენას არ აპირებს

5f9062d03bbcc
სალომე მეცხვარიშვილი
21.10.20 21:00
1337
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოში ზამთრის სეზონზე ფრენას არ აპირებს. ამის შესახებ ავიაკომპანიის მიერ bm.ge-სთვის გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნოემბრიდან საქართველოს ცა კიდევ 10 მიმართულებით იხსნება, ავიაკომპანიას ამ სეზონზე ფრენები დაგეგმილი არ აქვს. მიზეზებს კომპანია bm.ge-სთან განმარტავს.

“ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებების გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც გამკაცრებულია შეზღუდვები ფრენებთან დაკავშირებით, საჰაერო მიმოსვლა მკვეთრად არის შემცირებული. შედეგად, Ryanair-მა შეამცირა ზამთრისთვის დაგეგმილი ფრენების სიხშირე 60%-დან 40%-მდე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აღნიშნულმა იმოქმედა ჩვენს გეგმებზე საქართველოშიც, შედეგად საქართველოს მიმართულებით ზამთრის სეზონზე ყველა ფრენები შეჩერებულია. მგზავრებს, რომლებიც დაზარალდნენ გაუქმებული ფრენებით, ეცნობათ, ასევე, მათ ინფორმაცია მიაწოდეს ალტერნატიულ ვარიანტებზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ცა ახალი მიმართულებებისთვის ეტაპობრივად იხსნება. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 1 ნოემბრიდან რეგულარული ფრენები ათი მიმართულებით აღდგება.

გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ მთავრობის მხრიდან გზა ხსნილია და დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს Wizz air-სა და Ryanair-ს “მწვანე შუქი” აუნთეს, რომ სხვადასხვა მიმართულებით ფრენები აღადგინონ.

“ვიცით, რომ Wizz Air-ი აქტიურად გეგმავს ქუთაისიდან დამატებული რეისებით სარგებლობას - ეს იქნება ვილნიუსი, კატოვიცე და ა.შ.

რაც შეეხება Ryanair-ს, ჩვენ მათი მოთხოვნის საფუძველზე დავუშვით თბილისი - მილანის მიმართულება, ეს არის ახალი მიმართულება.

ბოლო ინფორმაციით, მათ უნდათ, რომ ფრენების სიხშირე 70%-მდე შეამცირონ. თუმცა გაგვიხარდება, თუ მთლიანად აითვისებენ გეგმას, ჩვენი მხრიდან მწვანე შუქი მივეცით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.