მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-ი: ტურიზმის აღდგენის ნიშნები აშკარაა

60a27fde55b4a
ნათია თაქთაქიშვილი
17.05.21 23:42
800
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი, მაიკლ ო’ლირი აცხადებს, რომ ტურიზმის და მოგზაურების აღდგენის ნიშნები უკვე არის. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ჯავშნების რაოდენობა მიმდინარე წლის აპრილში 500,000-დან 1.5 მილიონამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ჯავშნების ასეთი ზრდა მომხმარებლების გაზრდილ ნდობაზე მიანიშნებს და შესაბამისად კომპანიაც მომდევნო თვეების მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი. ჩვენი ვარაუდით, ევროპის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სექტემბრისთვის უკვე აცრილი იქნება და შედეგები უკვე ოქტომბრის თვიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - განაცხადა მაიკლ ო’ლირმა.

მისივე თქმით, ფრენებზე ფასები მიმდინარე წელს თუ არა 2022 წლიდან აუცილებლად გაიზრდება. როგორც Ryanair-ის ხელმძღვანელი აცხადებს, 31 მარტის მონაცემებით, ავიაკომპანია 27.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, ნაცვლად გასული წლის ანალოგიური პერიოდის 149 მილიონისა.

BBC-ი წერს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ავიაკომპანიის ზარალმა 815 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო მგზავრთა ნაკადი 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 81%-ით იყო შემცირებული.