ე.წ შავ პარასკევს ტანსაცმლის, ავეჯის, ტექნიკისა და სხვა პროდუქციის ბრენდების გარდა, გრანდიოზული ფასდაკლებები ავიაბილეთებსაც შეეხება. როგორც მოსალოდნელია, ისეთი ავიაკომპანიები, როგორებიცაა EasyJet-ი, Ryanair-ი და Air France-ი, 29 ნოემბერს და შესაძლოა, მომდევნო დღეებშიც მომხმარებლებისთვის ფასდაკლებების შეთავაზებას აპირებს.
„ბიზნესინსაიდერმა“ ე.წ შავ პარასკევამდე ავიაკომპანიების მიერ გამოცხადებული რამდენიმე ფასდაკლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მათ შორის არის Qatar Airways-ი, რომელიც მაგალითად აშშ-დან და მის მიმართულებით, მნიშვნელოვან ფასდაკლებას სთავაზობს მგზავრებს. მაგალითად ორმხრივი ავიაბილეთები 150 დოლარადაც კი იყიდება. Qatar Airways-ის ფასდაკლებები 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება.
კიდევ ერთი ავიაკომპანია, რომელიც ე.წ. შავ პარასკევს გრანდიოზულ ფასდაკლებებს ჰპირდება მომხმარებელს, Air France-ია. ბილეთების დაჯავშნა ამ შემთხვევაში ფასდაკლებით 2 დეკემბრამდეა შესაძლებელი.
მსგავსი შეთავაზება აქვს ჰოლანდიურ KLM Royal Dutch Airlines-საც.
გამონაკლისი წელს არც უნგრული ავიაკომპანია Wizzair-ია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაფრინავს.
რაც შეეხება თურქულ ავიაკომანია Turkish Airlines-ს, მან ე.წ შავი პარასკევი „ფრენის დღედ“ გამოაცხადა. გასულ წელს ავიაკომპანიამ დაახლოებით 40%-იანი ფასდაკლება შესთავაზა მსურველებს, მომხმარებლები წელსაც Turkish Airlines-ისგან მსგავს შეთავაზებას ელოდებიან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები?
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი