09.ივლისი .2020 12:25

Ryanair-ის განცხადებით, თუ საქართველოს მთავრობა შეზღუდვებს მოხსნის, ფრენებს 1 აგვისტოდან დაიწყებენ

views 3725
უკან

"ევროპის უდიდესი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair მზადაა, საქართველოში საკუთარი ოპერაციები განაახლოს პირველი აგვისტოდან, რაც დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდვების მოხსნასთან და აეროპორტებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით შესაბამისი ზომების გატარებასთან იქნება დაკავშირებული,"- ასე პასუხობს ავიაკომპანია Ryanair-ი BMG-ის კითხვაზე, თუ როდის განიხილება საქართველოში ფრენების განახლება. 

ამასთან ერთად, Ryanair-ი მიუთითებს, რომ მათ ევროპაში რეისების უმეტესობა პირველი ივლისიდან გაანახლეს. ავიაკომპანია პირველი ივლისიდან დღის განმავლობაში 1000 რეისს ახორციელებს. 

შეგახსენებთ, რომ ირლანდიური ავიაკომპანია საქართველოში გასულ წელს შემოვიდა. ავიაკომპანია თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან მარსელის, ბოლონიისა და მილანის მიმართულებით ასრულებდა რეისებს.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა სახით მოიხსნება რეგულარულ საავიაციო სამგზავრო გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვები აგვისტოს თვიდან. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა