29.აგვისტო .2019 14:20

Ryanair-ის პილოტები გაფიცვას გეგმავენ

views 845
უკან

დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის პილოტები სექტემბერში ხუთ დღიან მასობრივ გაფიცვას აანონსებენ. 

პროტესტი ამჯერად ესპანეთის მასშტაბით გაიმართება. ესპანეთის ავიაპილოტების პროფკავშირების (SEPLA) ცნობით, გაფიცვის მიზეზი ქვეყანაში კომპანიის რამდენიმე ბაზის დახურვაა. ამ ფაქტს ათობით პილოტი 2-6 სექტემბერს გააპროტესტებს, შესაბამისად აღნიშნულ დღეებში ესპანეთში ჩამავალი და ესპანეთიდან მიმავალი Ryanair-ის რეისები გაუქმდება.

კომპანია Ryanair-მა ესპანეთში ლას-პალმასში, სამხრეთ ტენერიფში, ლანსაროტსა და ჟირონაში, ასევე პორტუგალიის ქალაქ ფაროში, 2020 წლია 1-ლი იანვრიდან ბაზების დახურვის გადაწყვეტილება გასულ კვირას გაახმაურა. ესპანური გამოცემების ცნობით, შედეგად 100 -ზე მეტი მფრინავი სამსახურის გარეშე რჩება.

შეგახსენებთ, რომ  Ryanair-მა საქართველოში შემოსვლის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა. კომპანია 2019 წლის 6 ნოემბრიდან პირველ ფრენებს საქართველოდან საფრანგეთსა და იტალიაში განახორციელებს. სამომავლოდ კი მიმართულებების გაფართოებასაც გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა