მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-მა ევროკავშირისგან უსაფრთხო მგზავრობისთვის გაიდლაინები მიიღო

5ec652f19fd4e
ნათია თაქთაქიშვილი
21.05.20 14:05
920
ევროპის უმსხვილესი ბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ი აცხადებს, რომ კომპანიამ ევროკავშირისგან უსაფრთხო მგზავრობასთან დაკავშირებით გაიდლაინები მიიღო, რადგან ფრენების აღდგენა ევროპის ქვეყნებს შორის უახლოესი მომავლისთვის არის დაანონსებული.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული, Ryanair-ი განსაკუთრებით მიესალმება ევროკავშირის რეკომენდაციებს ნიღბების და ხელთათმანების გამოყენებასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული მგზავრთა და ავიაკომპანიის ეკიპაჟთა უსაფრთხოება.

კომპანია აცხადებს, რომ ევროკავშირის გაიდლაინები Ryanair-ის ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებულ წესებთან თანხვედრაშია. ამავედროს Ryanair-ი ისევ მოუწოდებს ირლანდიის და ბრიტანეთის მთავრობას უარი თქვან არაეფექტურ 14 დღიან საკარანტინე პერიოდზე.

Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ვერ ხსნის, რის საფუძველზე აწესებს 14-დღიან საკარანტინე პერიოდს ზოგიერთი ტურისტისთვის, ხოლო ფრანგებს და ირლანდიელებს ათავისუფლებს.

მაიკლ ო’ლეარლი აღნიშნავს, თუ საიზოლაციო პერიოდი მეცნიერების საფუძველზე წესდება, მაშინ ეს გამონაკლისებიც არ უნდა კეთდებოდეს.

Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის აზრით, ბევრ ადამიანს ენდომება ზაფხულის საშვებულებო პერიოდის გამოყენება მოგზაურობის მიზნით და მთავრობების მიერ დაწესებული კარანტინი მხოლოდ ხელისშემშლელი პირობა იქნება.

„ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის რეკომენდაციას სახის ნიღბების შესახებ და კვლავ მოვუწოდებთ ირლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, უარი თქვან აუხსნელ, არაეფექტურ და განუხორციელებელ საკარანტინო შეზღუდვებზე. ევროპის მოქალაქეებს შეუძლიათ საზაფხულო არდადეგებზე უსაფრთხოდ იმოგზაურონ, ატარონ სახის ნიღბები და დააკვირდნენ ტემპერატურას. ხოლო რაც შეეხება 14-დღიან საკარანტინე პერიოდს ამის არანაირი მეცნიერული საფუძველი არ არსებობს“, -აცხადებს მაიკლ ო’ლეარლი.